მთავარი არხი 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით არხს ინფორმაციას მიაწვდის, ფულად ჯილდოს მიიღებს.
"ხვალ, ნებისმიერი პირი, რომელიც მოგვაწვდის საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის მტკიცებულებას, მთავარი არხისგან მიიღებს ათას ლარს.ჩაერთეთ გაყალბების კონტროლში!". – წერს გვარამია
არჩევნები 2021