არჩევნები 2021

წულუკიანი: ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო, პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია

ჩვენ დღეს გვყავს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის წინაშე ჩივლისაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ. ჩვენ დღეს გვაქვს ქართული საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია. დღეს ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ევროკავშირისა და ნატოს კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიპლომატთა დიდმა ჯგუფმა, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი ასაკშია. ჩვენ ამ კაკუნით ეს შედეგი დავაყენეთ.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები