არჩევნები 2021

მელია: გაცეცხლებული ღარიბაშვილი იმიტომ გვწყევლის, რომ იცის, გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ქართულ ოცნებას ჰქონდა ერთადერთი იმედი, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიგვეღო - ეს იყო მათი ბროლის ოცნება.

თუნდაც დღეს, რაც მათ რუსთავში ჩაიდინეს, რომ დათო კირკიტაძის შტაბს დაესხნენ თავს, ეს ხომ ყველამ დაინახა. რატომ აკეთებენ ამას? რიტორიკული კითხვა რომ დავსვათ, რატომ ძალადობენ ყოველდღე, რატომ დადის გაცეცხლებული ბატონი ღარიბაშვილი ქალაქიდან ქალაქში ყოველ დღე და რატომ გვწყევლის დანარჩენ საქართველოს? იმიტომ, რომ ის არის კარგად ინფორმირებული, რომ თუკი ჩვენ ძალიან მყარად ვიდგებით, გამარჯვებას ვერ მოიპოვებს ვერანაირი ხრიკით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს.

არ არის აუცილებელი ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ, ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით რუსთავში, თბილისში, თელავში, ბათუმში და სხვაგან.

თქვა ენმ-ს ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ რუსთავში გამართულ აქციაზე.

კომენტარები