არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი

მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძრეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოსახლეობას უნდა შევახსენო - კაცი, რომელიც პარლამენტის შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა სპეცრაზმის წინააღმდეგ აგრესიულ კრიმინალების ბრბოს. ამერიკაში, მოგეხსენებათ, ამისთვის 4 კაცი ადგილზე მოკლეს და 300-ზე მეტი გაასამართლეს, ზოგს 30, ზოგს 40 და ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი კაცი დღეს არის მერობის კანდიდატი, გამოდის და მე მიხდის მადლობას, კონტრასტი რომ ვაჩვენოთ, მეტი ილაპარაკეო. რა თქმა უნდა, მეტს ვილაპარაკებ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებთ მათ ამ კრიმინალურ საქმიანობას.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. "ბალღამს აფრქვევს – გვეხმარება, მოსახლეობა სხვაობას ნათლად ხედავს". - თქვა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა და ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერმინისტრზე. 

კომენტარები