ლოიდ ოსტინის ვიზიტი

ოსტინი: საქართველომ უნდა შეასრულოს ვალდებულები, რათა გამოიყენოს აშშ-ს მხარდაჭერა

ლოიდ ოსტინი
Reuters

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს თავდაცვის მიდვანმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ახალ მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობის გაძლიერბას ემსახურება.

ლოიდ ოსტინის თქმით, ახალი ინიციატივა, "ხაზს უსვამს უსვამს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე". თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

"საქართველოს მთავრობამ თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რათა გამოიყენოს აშშ-ს მხარდაჭერა. გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაახლოებისთვის." – თქვა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ჩამოსვლა თავდაცვის მდივნის ევროპაში საქმიანი ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა და ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 

კომენტარები