ნობელის პრემია

ვოლოდინი: ნობელის პრემია დისკრედიტირებულია, უღირს ლაურეატებს უნდა ჩამოერთვას

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინი თვლის, რომ ნობელის პრემია დისკრედიტირებულია და საჭიროა, უღირსი ლაურეატებისთვის მისი ჩამორთმევის მექანიზმი არსებობდეს. ამის შესახებ მან თავის ტელეგრამ-არხში დაწერა.

ვოლოდინმა ასევე დაასახელა რამდენიმე ლაურეატი, რომლებმაც პრემია დაუმსახურებლად მიიღეს, მათ შორის სსრკ-ს პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, მიანმარის ლიდერი აუნ სან სუ ჩი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ეთიოპიის პრემიერმინისტრი აბი ახმედ ალი.

"სრულიად ნათელია, რომ ნობელის პრემია დისკრედიტირებულია. მის მიმართ ნდობა შესაძლოა დააბრუნოს, პრემიის უკან გამოხმობის პროცედურის შემოღებამ დანაშაულის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში.

დაუშვებელია, როცა ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან საშინელ დანაშაულებებთნ ამ დრომდე არიან ლაურეატები, ხოლო ისინი ვინ ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს - არა.

რატომ? იმიტომ რომ იქ სადაც არ არის არანაირი კრიტერიუმი, ყოველთვის იქნება კითხვები. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პოლიტიკური ხასიათი აქვთ." - წერს ვოლოდინი.

2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა და რუსული გამოცემის Новая газета-ს მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი გახდნენ. ჟურნალისტებმა პრემია მიიღეს "ძალისხმევისთვის დაეცვათ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია".

კომენტარები