არჩევნები 2021

მარგველაშვილი აქციაზე: ეს იყო ის მოცულობა, რომელმაც 2012-ში დაგვარწმუნა, რომ მოგებული გვქონდა

არც რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ დაითვლის, კვადრატული "მეტროების", როგორც ამბობდა [ბიძინა ივანიშვილი], მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ეს იყო ის მოცულობა, რომელმაც ჩვენ მაშინ აბსოლუტურად დაგვარწმუნა, და ჩვენ გვჭირდებოდა ეს დარწმუნება, რამდენიც უნდა დადიოდე და ამომრჩეველთან ურთიერთობა გქონდეს, შენ რაღაცის ტესტირებას აკეთებ ამ აქციის მეშვეობით. ეს იყო ის, რამაც ჩვენ მაშინ ძალიან წელში გაგვმართა. [...] ახლა ვიხსენებდი არა ამ აქციის ემოციას, არამედ ჩვენს ემოციას, 2012 წელს უცებ წელში რომ გავიმართეთ და მივხვდით, რომ ნამდვილად გადატეხილი გვყავს. ეს მაშინ ჩვენი ემოცია იყო და ასეც მოხდა კიდევაც. გადატეხვა, ეს სიტყვა არ მიყვარს – მოგებული გვქონდა.

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე საუბრისას.

კომენტარები