კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ბათუმში, მეზობელ ძმებს ესროლა – ერთი გარდაიცვალა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი - 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები