არჩევნები 2021

ნოდია: მიტინგი ერთი ნაბიჯი იყო, შემდეგი მიჯნა არჩევნების მეორე ტურში რაღაცის მიღწევაა

გუშინდელი მიტინგი იყო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხა. ისტორიულად, როცა ამდენი ხალხი მოდიოდა საპროტესტოდ, ხელისუფლება დიდხანს ვეღარ ჩერდებოდა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც აუცილებლად ასე იქნება. კიდევ რთული პროცესებია გასავლელი. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება.

უკიდურესობები გვიყვარს: ხან დაბნეულობა და სასოწარკვეთა, ხან ზედმეტი იმედიანობა. ორივე შეცდომაა.

მიტინგი კარგი, მაგრამ ერთი ნაბიჯი იყო. შემდეგი მიჯნა არჩევნების მეორე ტურში რაღაცის მიღწევაა. ამის სერიოზული შანსი არსებობს, მაგრამ გარანტია არა.

მერე ვნახოთ.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook გვერდზე.

კომენტარები