ლომჯარია: მივესალმები სამედიცინო ჯგუფის შექმნას, ახლა ველოდებით სააკაშილის თანხმობას

მე მივესალმები იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი, როგორც ვიცი, მისი[სააკაშვილის] პირადი ექიმიც ჩართული იყო ამ მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაში. ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობა, რათა ჯგუფმა დაიწყოს მუშაობა. აუცილებელი, რომ იყოს ნდომა ამ ჯგუფის მიმართ, თუკი თანხმობას განაცხადებს, ისინი რეგულარულად განახორციელებენ ჯანმრთელობის მონიტორინგს.

თქვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა. 

კომენტარები