საქართველო-რუსეთი

რუსეთი: გთავაზობთ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში რამდენიმე საკითხზე არის გამახვილებული ყურადღება. პირველ რიგში, რუსეთი საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის მათი შემდგომი დემარკაციით.

გარდა ამისა, რუსული მხარე ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს, ფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმების ხელმოწერაზე ფოკუსირება. ამის ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს "დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში ჩათრევის აქტიურ ძალისხმევას".

რუსეთმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მხრიდან ისეთ საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობაზე, რომლებშიც არ არიან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

"რუსეთი და მისი მოკავშირეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით დარწმუნებულები არიან, რომ ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპლექსური კითხვები. ამის მოსაგვარებლად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ერთი მხრიდან საქართველოს, ხოლო მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე ფოკუსირება. ამის საჭიროებას კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში ჩათრევის აქტიური ძალისხმევა, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბოლო პერიოდში გამართული ალიანსის მრავალეროვნული სწავლება მტკიცე სული 2021.

ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობა თვლის, რომ სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ საზღვრისპირეთში შედარებით სტაბილური რჩება. რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით კი რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, რომ დაიწყოს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამ პროცესში მოსკოვს აქტიურად უჭერს მხარს ცხინვალი და სოხუმი.

გარდა ამისა, რუსეთის მხარემ ცალკე გაამახვილა ყურადღება საქართველოს დესტრუქციული პოლიტიკის კონტრპროდუქტიულობაზე. მტრული პოზიციის დაკავებით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდეცნიური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. პირველ რიგში საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მსოფლიოსთვის ცალმხრივი და პოლიტიზირებული ხედვი წარდგენა გაეროს ტრიბუნებიდან, რაშიც არ მონაწილეობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, შეუძლებელს ხდის დიალოგს ჟენევის დისკუსიების ეგიდით მოცემულ პრობლემაზე". - ვკითხულობთ რუსეთის საგარეოს განცხადებაში. 

კომენტარები