მიხეილ სააკაშვილის დაკავება

თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე: აი, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, სამწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს.

ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც მე-12 დღეა შიმშილობს.

კომენტარები