მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია ღარიბაშვილზე: უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს

 ჩემი აზრით, უსუსურად გამოიყურება მათი მცდელობა, რომ რაიმე სახით შემოიტანონ დისონანსი ოპოზიციაში, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის პარტიაშიც კი. [ღარიბაშვილი] კადრულობს იმას, რასაც კადრულობს, თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი. ეს ერთი, დააკვირდით რაზე აკეთებენ აქცენტს. ამას საღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი არ დაიჯერებს. მე ეს ვიცი და აქედან გამოვდივარ და უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ. ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა მოითმინოს 30 ოქტომბრამდე და 30 ოქტომბერს თავად დარწმუნდება იმაში, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით რომ სიყალბე, ძალადობა, კორუფცია, ზიზღის ფრქვევა და შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა განსხვავებულ საზოგადოების ჯგუფებს შორის არ არის ის რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება ერთობა, კონსენსუსი და კვალიფიციური და ბევრი პროფესიონალი ადამიანი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, დაკავება ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.

კომენტარები