10-11 დღის შიმშილობის შემდეგ, მითუმეტეს წინა პერიოდი მგზავრობის ასეთივე რთული, შეიძლება ვივარაუდოთ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი ასე მშვიდად და წყნარად იყოს. რა თქმა უნდა ასე არ არის, ამიტომ, ამას სჭირდება მუდმივი დაკვირვება, მეთვალყურეობა, მონიტორინგი, მითუმეტეს იქ არსებობს თანმხლები დაავადებაც და ნებისმიერ გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და იმ ადამიანებზე, ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და ვინც დღეს საპატიმროში გამოკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა მის ჯანმრთელობასთან ერთად არის მისი თავისუფლება და ეს რაც შეიძლება სწრაფად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
წერეთელი სააკაშვილზე: ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა
tbl.ge/5pyn
დაკოპირდა
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო. პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.
გიგი წერეთელიევროპული საქართველოევროპული საქართველო 2021ენმმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის დაკავება
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს