მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია სააკაშვილზე: მთელი პასუხისმგებლობა მის სიცოცხლეზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს

მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მე ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით.

არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული სააკაშვილის სიცოცხლეს, რომელიც თქვენს ხელშია, გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს თქვენს თავს, თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს?!

ამბობს ენმ-ს ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მთავარ არხთან. ის ამ წუთებში რუსთავის ციხესთან იმყოფება. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

კომენტარები