არჩევნები 2021

მელია: ზუგდიდში უკანონოდ გადათვალეს ხმები და ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს მარცხი ჩაუთვალეს

ტაბულა

ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი გამარჯვებული მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა.

"სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეალურად საკრებულო მთლიანად დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი უმრავლესობით. გუშინ ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები, ასე ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა გადათვალეს ხმები და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, პივრველ ტურშივე გამარჯვებულს, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა პირველივე ტურში". - ამბობს ნიკა მელია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის

7 ოქტომბერს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ქართული ოცნების საჩივარი, გაეხსნათ და ხელახლა გადაეთვალათ ზუგდიდის #11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას 1 182 ხმა ჰქონდა, ქართული ოცნების კანდიდატ სოსო გოგოხიას კი –1 180. ხმების გადათვლის შედეგად გოგოხიას 12 ხმა მოემატა, ფიფიას კი 1 დააკლდა. 

კომენტარები