არჩევნები 2021

გახარია: ენმ და ოცნება ფარული მოლაპარაკებებით ჩვენს წევრებთან შეთანხმებას ცდილობენ

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ფარული მოლაპარაკებებით ცდილობენ მათი პარტიის წევრებთან შეთანხმების მიღწევას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო.

გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის "არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებენ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის" და ამიტომ მათ სამმხრივ ღია მოლაპარაკებას სთავაზობს

"არის მცდელობა ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ კონკრეტულ კანდიდატებზე ჩვენს თანხმობას და ჩვენ გვთავაზობენ რაღაც სარგებელს. რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერის მიზანია რომ საკრებულოები იყოს ერთპარტიული".- ამბობს გიორგი გახარია. 

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოცემული მონაცემებით, ქართული ოცნება 4 თვითმმართველი ქალაქისა და თემის საკრებულოში ვერ ლიდერობს წარმომადგენლების რაოდენობით. ესენია - რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები