არჩევნები 2021

ქართულ ოცნებას თბილისში მილიონიდან მხოლოდ 193 000 მოქალაქე უჭერს მხარს – არჩევნების შედეგები რიცხვებში

ტაბულა

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცნობილია, თბილისში მმართველმა პარტიამ მილიონი მოსახლიდან 193 503 ხმა მოიპოვა, ეროვნულ დონეზე კი რეგისტრირებული 3.4 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 824 314-მა დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას

აღსანიშნავია, რომ თბილისში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 133 922 ხმა აქვს მიღებული, ანუ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს 59 581 ხმა აშორებთ, რაც, რეალურად, დედაქალაქში რეგისტრირებული მოსახლეობის მხოლოდ 5.9%-ა.

დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.1% შეადგინა, ქვეყნის მასშტაბით – 51.9%, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალია, თუმცა რეფერენდუმისთვის – დაბალი. 

თბილისიდან არჩევნებზე 492 517 მოქალაქე მივიდა, საქართველოს მასშტაბით კი – 1 815 776.

პროპორციული ნაწილში პარტიული რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 824 314 ხმა (46.7%)
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 541 063 ხმა (30.6%)
  • გახარია-საქართველოსთვის – 137 416 ხმა (7.7%)
  • ლელო – 47 838 ხმა (2.7%)
  • ევროპული საქართველო – 29 280 ხმა (1.6%)
  • პატრიოტთა ალიანსი – 25 668 ხმა (1.4%)
  • გირჩი - მეტი თავისუფლება – 25 446 ხმა (1.4%)
  • ლეიბორისტული პარტია – 24 293 ხმა (1.3%)

პროპორციული პარტიული რეიტინგი თბილისში:

  • ქართული ოცნება – 193 503 ხმა (40.4%)
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 133 922 ხმა (27.9%)
  • გახარია-საქართველოსთვის – 42 405 ხმა (8.8%)
  • ლელო – 17 360 ხმა (3.6%)
  • გირჩი - მეტი თავისუფლება – 15 786 ხმა (3.3%)
  • ხალხისთვის – 12 306 ხმა (2.5%)
  • მოქალაქეები – 11 742 ხმა (2.4%)
  • დროა – 10 226 ხმა (2.1%) 
  • პატრიოტთა ალიანსი – 7 903 ხმა (1.6%)
  • გირჩი – 7 696 ხმა (1.6%)
  • ლეიბორისტები – 6 293 ხმა (1.3%)
  • ევროპული საქართველო – 5 631 ხმა (1.1%)
  • მესამე ძალა – 4 822 ხმა (1.0%

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები