არჩევნები 2021

თალაკვაძე: რიშის განცხადება ასე გავიგე, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით

მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა.

ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებას, რომლის თანახმადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დაუჯერებელი იმედგაცრუება იყო.

კომენტარები