არჩევნები 2021

წერეთელი: ვინც ივანიშვილთან გარიგებაში არაა, II ტურში მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს

მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები და ვფიქრობ რომ შეფასებები ძალიან მძიმე იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, იგივე ამერიკისა და სხვა საელჩოების მხრიდან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მთავარი მონაპოვარი რაც არის, არჩევნების მეორე ტურებში უმეტეს ოლქებში, დიდ ქალაქებში, 20 ოლქში მეორე ტურია და ოპოზიცია არის წინ, ეს გამარჯვება იყოს საბოლოოდ მოპოვებული. ამას სჭირდება ბუნებრივია მხარდაჭერა, ამას სჭირდება კიდე უფრო ფართო კოალიცია, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე, ვისაც აქვს პრეტენზია, სურვილი და გრძნობს რომ ოპოზიციაშია და არა მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, დაუჭერს ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ამოცანა, ამისთვის საჭიროა აქტიური კონსულტაციები და მე მოხარული ვარ, რომ ბევრმა პარტიის ლიდერმა უკვე გააკეთა ღიად განცხადება, მათ შორის ჩვენმა პარტიამაც, რომ ჩვენ დავუჭერთ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში და მეორე ტურში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი წერეთელმა.

5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება 15 თვითმმართველ თემში.

კომენტარები