არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.
მართალი თუ ტყუილი, ეს სქემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს, ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას.
ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ვინც ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე და არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ, ფსონს დებს, როგორც თავად აცხადებენ, 3 ოქტომბერზე და ქუჩის გამოსვლებზე, ანუ დესტაბილიზაციაზე.
სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიანი არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება.





