არჩევნები 2021

მელია კობახიძესთან დაპირისპირებაზე: არ უნდა მიეცეს ტყუილის ტირაჟირების საშუალება

რეჟიმი რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან საარჩევნო შეხვედრაზე და ამის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ დავჭერით ხალხი ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ადამიანს რუსთავში სამი დღის წინ. ეს ადამიანი [ირაკლი კობახიძე] არ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს შესაძლებლობა, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე, როგორც არის შეჩვეული. 

როგორც აქედან დატოვა სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, იმის მაგივრად თავი დახარონ. არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ და მერე არ აშანტაჟებენ. ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ და საუბრობენ, რომ ქვეყანა თითქოს დასავლური სივრციდან არ გადის. როცა არ დაიტოვეს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, მეტიც ლანძღავენ, აკრიტიკებენ, იქნება ეს აშშ-ს საელჩო თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა. საუბრობენ წარბშეუხრელად. 

ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების  თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

კომენტარები