მეთ გალა 2021

კორტესის კაბის "დაბეგრე მდიდრები" დიზაინერს საგადასახადო დავალიანებები აქვს

დემოკრატიული პარტიის წევრის, ალექსანდრია ოკასიო‑კორტესის კაბის "დაბეგრე მდიდრები" დიზაინერს თავად აქვს საგადასახადო დავალიანებები არაერთ შტატში. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

37 წლის ავრორა ჯეიმსის ბრენდის მშობელ კომპანიას (Cultural Brokerage Agency) ნიუ იორკში სამი ღია საგადასახადო შეტყობინება (დოკუმენტი, რომელიც გადამხდელის ვალს ასახავს) აქვს მიღებული, რადგან, გადასახადებისა და ფინანსების დეპარტამენტის მიხედვით, მან ვერ დააკმაყოფილა თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადები, რომელთა ოდენობაც  $14,798-ს შეადგენს. ჯამში 2015 წლიდან კომპანიას 15 საგადასახადო შეტყობინება აქვს მიღებული.

მის კომპანიას ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან(Fed) კიდევ უფრო მეტი უთანხმოება აქვს. 2018-2019 წლებში ფედის შიდა შემოსავლების სამსახურმა კომპანიას 6 ფედერალური ყადაღა დაადო(ხელისუფლების სამართლებრივი დავა საკუთრებაზე, როდესაც გადასახადებს არ იხდი), რაც ჯამში $103,220-ს შეადგენს.

"ის ფაქტი, რომ ისინი თქვენი ხელფასიდან იღებენ თანხას, არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ხელისუფლებას უგზავნიან". - ასე გამოეხმაურა ფედი Cultural Brokerage Agency-ის მხრიდან საშემოსავლო გადასახადების გადაუხდებოლობის ფაქტს.

გარდა ამისა, ჯეიმსს ედავებიან კომპანიის ყოფილი თანამშრომლებიც: "ძალიან დიდ ზეწოლას განვიცდიდი იქ მუშაობისას. მუშაობის პერიოდში ავრორა მთხოვდა ისეთი რაღაცეების გაკეთებას, რაც სამუშაოს აღწერაში არ იყო მოცემული, როგორიცაა, მაგალითად, გინეკოლოგთან ვიზიტის დაჯავშნა. სამუშაო გარემო იყო იმდენად მტრული, რომ მეშინოდა ხელფასის მოთხოვნა". - ამბობს ერთ-ერთ ყოფილი თანამშრომელი.

ამასთან ერთად, ავრორა ჯეიმს ედავებიან ქირის გადაუხდელობაზეც.

კომენტარები