ტრეილერი

ვესტსაიდური ამბის პირველი სრული ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია 20th Century Fox-მა ვესტსაიდური ამბავის პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა. 

ახალი ვერსიის რეჟისორია სტივენ სპილბერგი. მიუზიკლში მთავარ როლებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი ასრულებენ. ფილმში ასევე თამაშობს რიტა მორენო, რომელმაც ორიგინალ ვერსიაში ანიტას როლი შეასრულა.

რომეოსა და ჯულიეტაზა დაფუძნებული ვესტსაიდური ამბავი პირველად ბროდვეის სცენაზე დაიდგა. პოპულარული მიუზიკლის საეკრანო ადაპტცია 1961 წელს გამოვიდა. სურათმა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა. ამერიკული მიუზიკლების ისტორიაში West Side Story ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანია. 

სპილბერგისეული West Side Story კინოთეატრებში მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები