ნორმ მაკდონალდი

კომიკოსი და მსახიობი ნორმ მაკდონალდი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

GettyImages

ნორმ მაკდონალდი, კანადელი კომიკოსი და NBC-ის Saturday Night Live-ის (SNL) ყოფილი მსახიობი, სიმსივნესთან 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ნორმ მაკდონალდი 1959 წლის 17 ოქტომბერს კვებეკში დაიბადა და შოუბიზნესში მოღვაწეობა კანადის კლუბებიდან დაიწყო. სანამ SNL-ის ჯგუფის წევრი გახდებოდა, 1992-93 წლებში მონაწილეობას იღებდა სიტკომ Roseanne-ის შექმნაში. ის ასევე ცნობილია თავისი იმიტაციებითაც, რომელთა შორისაცაა ქუენტინ ტარანტინო, კლინტ ისტვუდი, მისტერ ბინი, ლარი კინგი და სხვები. 1998 წელს SNL-ის დატოვების შემდეგ მაკდონალდი მონაწილეობას იღებდა საკუთარ კომედიურ სერიალში Norm, 2018 წელს კი Netflix-ის 1-სეზონიანი შოუს, Norm Macdonald Has a Show-ს წამყვანი და პროდიუსერიც იყო.

მაკდონალდმა მონაწილეობა მიიღო ადამ სენდლერის რამდენიმე ფილმშიც, მათ შორის: Billy Madison, Funny People, Jack and Jill, Grown Ups. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში Dirty Work და The People Vs. Larry Flynt.

კომენტარები