Donda

კიმ კარდაშიანი კანიე უესტის ალბომის პრეზენტაციაზე საქორწილო კაბით გამოჩნდა – VIDEO

გუშინ, 26 აგვისტოს, ჩიკაგოში კანიე უესტის ახალი ალბომის Donda-ს პრეზენტაციის მესამე ნაწილი გაიმართა, სადაც სცენაზე ჰიპ-ჰოპ არტისტის ყოფილი ცოლი, კიმ კარდაშიანი, Balenciaga-ს საქორწილო კაბაში ჩაცმული გამოჩნდა.

კარდაშიანი მაშინ გამოჩნდა, როდესაც კონცერტის ბოლო სიმღერა - No Child Left Behind სრულდებოდა.

მსგავსად წინა შოუსი, რომელიც ატლანტაში მერსედეს-ბენცის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, გუშინ გამართული პრეზენტაციის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც დემნა გვასალია იყო.

გარდა კარდაშიანისა, შოუს ესწრებოდნენ მერლინ მენსონი და DaBaby.

კომენტარები