ვაქცინაცია საქართველოში

ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს დოზებს ჩუქნის

ბელგია Covax-ის პლატფორმის გზით საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ჩუქნის. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირველად, ბელგია ასტრაზენეკას 168 00 დოზას უკრაინაში გააგზავნის, ამის შემდეგ 225 600 დოზას გაუგზავნის კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს.

"ეს დონაცია არის ევროპული კოოპერაციის მაგალითი პანდემიის დასამარცხებლად და ვაქცინირებულთა რიცხვის გასაზრდელად". – თქვა ბელგიის თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა, მერიამ კიტირმა.

ბელგიის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე გეგმავს 4 მილიონი დოზა ვაქცინის დონაციას მსოფლიოს მასშტაბით. 

კომენტარები