ტრეილერი

კამილა კაბელო მეჯლისზე მიემგზავრება - კონკიას პირველი ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგის სერვისმა Amazon Prime ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპრის ახალი ეკრანიზაციის, Cinderella-ს პირველი ტრეილერი გამოუშვა. მომავალ სურათში კონკიას როლს მომღერალი კამილა კაბელო ასრულებს, ხოლო ფერიას Pose-ს ვარსკვლავი ბილი პორტერი ასახიერებს.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი კეი ქენონია. სურათში ასევე თამაშობენ იდინა მენზელი, ნიკოლას გოლიცინი, პირს ბროსნანი, მინი დრაივერი და ჯეიმს კორდენი.

ახალ ადაპტაციაში არაერთი მუსიკალური ნომერი იქნება. სპეციალურად ფილმისთვის დაწერილი კომპოზიციების გარდა, ისეთი არტისტების სიმღერები გაიჟღერებს, როგორებიც Queen, Madonna, Jennifer Lopez, Earth Wind Fire, Janet Jackson და Des'ree არიან.

 

კომენტარები