ვაქცინაცია

პრეზიდენტი: ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, მათი ქცევა სხვას უქმნის საფრთხეს

ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც რამე თავისუფლების გამოხატულება, მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 3 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებ – გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

კომენტარები