ტოკიოს ოლიმპიადა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაბლო კარენო ბუსტასთან დამარცხდა

New York Times

მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ მეტოქესთან, პაბლო კარენო ბუსტასთან დამარცხდა. 

პირველი სეტი ესპანელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 6:4. მეორე სეტი თაი ბრეიქით ჯოკოვიჩმა მოიგო. მესამე სეტის მეორე გეიმში ესპანელის მიერ მოპოვებული ბრეიქ პოინტი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში ოლიმპიადის ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. წელს პირველ ჩოგანს "ოქროს სლემის"(ოთხი გრანდ სლემისა და ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოგება) მოპოვება ჰქონდა ჩაფიქრებული, ბრწყინვალე გამარჯვებების მიუხედავად, ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა. ფინალში ზვერევს რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდება, თამაშის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება.

პირველი ჩოგანი მიმდინარე ოლიმპიადაზე კიდევ ერთ თამაშს გამართავს, ნინა სტოიანოვიჩთან ერთად ჯოკოვიჩი შერეული წყვილების შეჯიბრში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

კომენტარები