ახალ პროექტში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები. მსურს, გამოვყო უმაღლესი განათლების სისტემის მეგაპროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დაარსებაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით.
უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელობანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე.