თვითმმართველობის არჩევნები 2021

სამადაშვილი: ოცნებამ დაამტკიცა, რომ მიშელის შეთანხმება იყო ვადამდელამდე მისასვლელი გზა

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების დღევანდელი ქმედებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა იყო. ამასთან ერთად, მმართველი პარტიის ქმედებას ის იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან აიგივებს.

"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია". – წერს სალომე სადამაშვილი.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები