თვითმმართველობის არჩევნები

კობახიძე: პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა მკაცრად მოსთხოვონ

19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმება მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა საბოტაჟი,რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.  

[...] დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბრისას.

კომენტარები