ევროპული საქართველო

გიორგი ნონიაშვილი ევროპულ საქართველოს შეუერთდა

გიორგი ნონიაშვილი ევროპული საქართველოს ახალი სახე იქნება. ის პარტიის ანტიკორუფციულ ქსელს უხელმძღვანელებს. ნონიაშვილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაციაზე წარადგინა. 

"ამ ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ და პოლიტიკური კრიზისი და, სამწუხაროდ, ადამიანების გაუცხოება პოლიტიკურ პროცესებთან. განზე დგომას, გადავწყვიტე, რომ ავიღო პასუხისმგებლობა, დავიცვა ის ღირებულებები, რომლისაც მწამს. მე მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, სადაც ადამიანებს დაუბრუნდებათ პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება, რომ ეს ქვეყანა ვაშენოთ და ფეხზე დავაყენოთ". – თქვა ნონიაშვილმა.

გიორგი ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველობის მონიტორინგის ცენტრს. გამოსცემდა ბიუჯეტის ფლანგვის დეტექტორს. ამავდროულად, ნონიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებების მიმართულებით. დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახლანდელი სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

კომენტარები