გაბუნია: რეგიონებში რთული მდგომარეობაა, არც ვაქცინაციის პროგრამა არ არის აქტიური

რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამა არ არის აქტიური, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი დაწესებულება მზად არის იმისთვის, რომ მივიდეთ და ავიცრათ. თუ ვაქცინაცია არ გააქტიურდა, ძალიან რთული იქნება სიტუაციიდან გამოსვლა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები