ევროკავშირი-საქართველო

EU: ევროკავშირის დროშაზე 2-ჯერ თავდასხმა დემოკრატიულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაა

კადრი პირდაპირი ეთერიდან/ფორმულა

ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.

წერილში ელჩები საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯას და დაწვას გამოეხმაურნენ.

"საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის" - ნათქვამია განცხადებაში.

წერილში ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების მიღებას სთხოვს.

კომენტარები