ოპერატორის გარდაცვალება

TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

ტვ.პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისში მოძალადე პუნიტინისტებმა სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს. 

მისი კოლეგების ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება. 

TV პირველის ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს ლაშქარავასთან ერთად პუტინისტების ძალადობის მსხვერპლი გახდა, 6 ივლისს მომხდარი გაიხსენა: 

"ლექსო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ დამიცვა მე. სირცხვილიას ოფისში როცა პირველად შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე. შემდეგ უკნიდან თმაზე მომქაჩა სასულიერო პირმა და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა, ლექსომ უთხრა ასეთი ფრაზა: რას აკეთებ, ჟურნალისტია. ამ დროს ის გადაათრია ასე 20-მა კაცმა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვიყავით ჩაკეტილები და ვიყავით მარტო მე და ჩემი ოპერატორი. მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით ძალიან დაუცველები, რაც მთავარია, დაუცველი იყო საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელზეც ვზრუნავდით მე და ჩემი ოპერატორი. ის ერთადერთი იყო ამდენ კაცთან.... ჩემი ოპერატორი სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე გაკავებული. ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქიმჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი ნათელი სხივი იყო, რომ მესმოდა მისი ხმა და როცა ლექსოს ხმა ვერ გავიგე, ვიფიქრე, მოკლეს-მეთქი და ვეხვეწებოდი არ მოკლა-თქო. მე ტელეფონი გადამიგდეს. 20-მდე ადამიანმა კი ლექსო ჩაითრია და არ ჩანდა".- თქვა მირანდა ბაღათურიამ. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ტაბულა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

კომენტარები