პრაიდის კვირეული

მეუფე შიო: დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებდით

ვწუხვართ იმის გამო, რომ იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო შემთხვევები... დაზიანდა რამდენიმე ადამიანი... მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებდით, ორგანიზატორებს, ხელისუფლებას, რომ ეს გარდაუვალი იქნება, რომ ხალხი გამოიწვიეს. ერის გამოწვევა ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალადობა, მორალური ზეწოლა ჩვენს სინდისზე და ჩვენს სულიერებაზე.

ამბობს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი. დღეს, 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა, პუტინისტურმა ძალებმა 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები