Edison Research-ის კვლევა

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 32%, ენმ – 24%, საქართველოსთვის – 13%

ghn.ge

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია – 24%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 13%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 4%;
  • ლელო - 4%;
  • შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3%;
  • ლევან ვასაძე - ერი - 3%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
  • გირჩი - 2%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 2%;
  • ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 2%;
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - გიგა ბოკერია - 1%;
  • ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
  • ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%;
  • ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%;
  • ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%;
  • თავისუფალი საქართველო - <1%
  • დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა <1%
  • ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%.

ამავე კვლევის თანახმად, დღეს თბილისის მერის არჩევნები რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგ კანდიდატებიდან – კახა კალაძე აირჩია 32%-მა, გიორგი გახარია 15%-მა, ნიკა მელია 17%-მა. კითხვაზე პასუხი არ გასცა ან არ იცოდა 18%-მა, ხოლო ასევე 18%-მა არცერთი კანდიდატი არ დაასახელა.

ამავე კითხვაზე, თუმცა სხვა კანდიდატის მონაწილეობით, კახა კალაძე 42%, გიორგი გახარია 20%, ზურა ჯაფარიძე 10%.

  • კახა კალაძე - 39%
  • გიორგი გახარია - 21%
  • ელენე ხოშტარია - 12%
  • კახა კალაძე - 40%
  • გიორგი გახარია - 20%
  • ალეკო ელისაშვილი - 8%
  • კახა კალაძე - 41%
  • გიორგი გახარია - 20%
  • გიორგი ვაშაძე  - 10%
  • კახა კალაძე - 42%
  • გიორგი გახარია - 20%
  • ბადრი ჯაფარიძე - 8%
  • კახა კალაძე - 41%
  • გიორგი გახარია - 22%
  • შალვა ნათელაშვილი - 9%

ხოლო ამავე კითხვაზე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ოპოზიციის გაერთიანებულ კანდიდატს 32% დაუჭერდა მხარს, ქართული ოცნების კანდიდატს - 30%, გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი - 13%.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 62% ემხრობა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და, ამასთან, არ სურთ, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების 43% აიღოს. ხოლო გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების რეიტინგებს,  Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის მიმართ დადებითად 50%-ა განწყობილი, 47% კი ნიკა მელიას მიმართ.

გამოკითხულთა 43% დადებითადაა განწყობილი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი 38%.

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ა. 

კომენტარები