ქართული ოცნება

კობახიძე: გახარიას გუნდი აქტივისტებსა და ბიზნესმენებს ივანიშვილის პროექტად აცნობდა თავს

ივანიშვილის წერილის [გამოქვეყნების] მიზეზს რაც შეეხება, ესეც განმარტებული იყო წერილში, მიზეზი იყო ის, რომ ვიღაც-ვიღაცები ბოროტად სარგებლობდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელით. პირდაპირ დადიოდნენ, კამპანიას აწარმოებდნენ - საუბარია გახარიას პარტიასა და მისი გუნდის წევრებზე. პირდაპირ დადიოდნენ ისინი, ხვდებოდნენ აქტივისტებს, ბიზნესმენებს და ა.შ. და ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ასეთ დროს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უარყოფს იმ სპეკულაციებს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა, 7 ივნისს, ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები