ქართული ოცნება

ბასიანი, პანკისი, ტყის ჭრა – კობახიძე გახარიას სპეცოპერაციებს "არასწორად დაგეგმილს" უწოდებს

"რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, ეს იყო, დაახლოებით, 1-წლიანი მონაკვეთი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული". – ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მინისტრობისას ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ისაუბრა. კობახიძე ბასიანის, პანკისისა და ტყის ჭრის სპეცოპერაციებს გახარიას მიერ არასწორად და მძიმედ დაგეგმილს უწოდებს. 

"ერთ-ერთი პირველი, თუ არ ვცდები, იყო მესტიაში. ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და ისე არასწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი.  შემდეგი იყო ბასიანი და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ბასიანზე ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქით. 

შემდეგ იყო პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, პრაქტიკულად, შეურაცხყოფა მიაყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე. [...] ეს იყო შეცდომები, არასწორი მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი". – თქვა კობახიძემ მთავარი არხის ეთერში.

გიორგი გახარიას, ქართული ოცნების რიგით მე-5 პრემიერმინისტრის, მემკვიდრეობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები