რეკლამა

® აჭარაბეთი ქართული სპორტის მხარდამჭერია – კომპანიამ განვითარებისთვის 8 მლნ-ზე მეტი გამოყო

 ევრო 2020-ის დაწყებამდე აჭარაბეთმა საზოგადოებას და მედიას წარუდგინა ანგარიში, თუ რა აქტივობები განახორციელეს  ბოლო 2 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით. "აჭარაბეთმა" ქართული სპორტის დასახმარებლად  უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 8 მილიონზე  მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

"აჭარაბეთი" არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.  „აჭარაბეთისთვის“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

ღონისძიებაზე "აჭარაბეთმა" ასევე წარადგინა  ამბასადორების სპეციალური ვებგვერდი, სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

ამ დროისთვის კომპანიას 10-ზე მეტი საპატიო ელჩი  ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის არიან: გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია, ლაშა შავდათუაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირმა ხეცურიანი, სტელა ანდრიუკი,ნინო ოძელაშვილი, ზაზა ნადირაძე, თორნიკე ქიმაძე, ავთო კენჭაძე, ნიკა კენჭაძე და ა.შ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტსმენები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები და "აჭარაბეთის" ახალი საპატიო ელჩი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. "აჭარაბეთმა" ლაშა შავდათუაშვილს  ბონუსის სახით 10,000 ლარი გადასცა.

ღონისძიების ბოლოს "აჭარაბეთმა" ასევე წარადგინა EURO 2020-ის კამპანია "მოგების სეზონი" და ახალი ვიდეორგოლი.

აჭარაბეთზე მოგების სეზონი დაიწყო!

კომენტარები