მინიონები ტოკიოს ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან - [VIDEO]

ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლის დაგვიანებით, 23 ივლისს დაიწყება. 

სატელევიზიო არხ NBC-ის სარეკლამო რგოლებში, ანიმაციური სტუდიის, Dreamworks-ის პერსონაჟები, მინიონები გამოჩნდნენ.

ყვითელი პერსონაჟები მომავალი ოლიმპიადის მონაწილეების ვარჯიშზე მოულოდნელად ჩნდებიან. სარეკლამო რგოლებში როლები შეასრულეს მოცურავე ქელებ დრესელმა და ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსმა.

გამოგონილ ენაზე მოსაუბრე ყვითელი არსებები პირველად მულტფილმ Despicable Me-ში 2010 წელს გამოჩნდნენ.

რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიადა იაპონიის დედაქალაქში 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება ერთი წლით გადაიდო.

კომენტარები