აშშ

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჩამოვა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონულიი პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია. 

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის და ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან.

ჯინ შაჰინი ნიუ-ჰემფშირის შტატის დემოკრატი სენატორია, ხოლო რობ პორტმანი – ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი. შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.

კომენტარები