ლარის კურსი

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 3.22 ლარამდე შემცირდა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.2230 ლარს შეადგენს. ეს ჯერ არ არის ოფიციალური გაცვლითი კურსი, ამ გამყარების გავლენას კურსზე  საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

1 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2547 ლარია, ევროსი კი – 3.9792 ლარი. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი 14 მაისიდან მოყოლებული მყარდება. 

თუ დღეს  ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 3.25 თეთრზე ნაკლები იქნება, მაშინ ნოემბრის შემდეგ ლარი ყველაზე მყარი იქნება.

კომენტარები