ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზაზე ივნისი-ივლისისთვის

ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის COVAX პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. 

საუბარია Pfizer-ის დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში, დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, Pfizer-ის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი.

გვაქვს მოლაპარაკება ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ქარხნებთან უშუალოდ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, ასევე Moderna-ს და Novavax-ის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები