პოლიტიკური კრიზისი

ელისაშვილი: არცერთ ოპოზიციურ ფრაქციაში არ შევალთ, საკმარისი ბერკეტები გვაქვს

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

"მე და ლევან იოსელიანი არცერთ ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ, ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ასე გავაგრძელებთ საქმიანობას". - პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას. 

"საკმარისი ბერკეტები გვაქვს საქმიანობის წარმართვისთვის. თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვეხარბება და არც გვაინტერესებს. ბევრი მიზეზია, რის გამოც ფრაქციის სხვასთან ერთად შექმნა არ გვაინტერესებს. ამის მიზეზია მსოფლმხედველობრივი სხვაობა და ა.შ. მომდევნო მოწვევის პარლამენტამდე ასე ვიქნებით" - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის - ამ სახელწოდებით ოპოზიციის წევრებმა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში ფრაქცია შექმნეს. გარდა პარტია ლელოს წევრებისა, ფრაქციაში შევიდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ბადრი ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი - სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.  

კომენტარები