კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 საქართველოში – მე-3 დღეა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია

CDC/Science Photo Library

მე-3 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია. 12 მაისს ჩატარებული ტესტებიდან 3.5% იყო დადებითი, 13 მაისს - 2.43%, ხოლო დღეს, 14 მაისს, ეს მაჩვენებელი 3.61%-ია.

 ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი5.35%-ია, ბოლო 7 დღის კი - 4.4%.

დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი კომპონენტია, რის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნა-დაწესებას განიხილავს. ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ "უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ეს ყველაფერს შეეხება ერთობლივად".

საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები 13 მაისს დასრულდა, ტრანსპორტმა და სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა სწორედ გუშინ განაახლეს. ქვეყანაში ექვსი თვის წინ დაწესებული კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, ასევე, რესტორნები და კვების დაწესებულებები შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

კომენტარები