მოსაყდრე შიო

მოსაყდრე: მთავარია ჯანმრთელობაო და იმაზე ვზრუნავთ კი, რომ შვილები არიან სულიერნი თუ არა?

რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, რა სურს მას, რას გვეუბნება ჩვენ, რას ითხოვს ჩვენგან, გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი? თუ უფრო მეტად ის, რომ ამქვეყნიურ კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ, უფრო მეტად ალბათ, მრავალი ადამიანისთვის საზრუნავია ის, თუ როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, რამდენად ჯანმრთელად არიან, რამდენად გამოკვებილნი და ნასწავლნი არიან. ეს გამოთქმა ძალიან გავრცელებულია დღეს, მთავარია ჯანმრთელობა და იმაზე ვზრუნავთ კი, რომ შვილები არიან სულიერნი თუ არ არიან, არიან ქრისტესთან თუ არ არიან? ამიტომ, უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან, ცდილობს, რომ გვასწავლოს ეს ყველაფერი...

აი, ეს უნდა უფალს, რომ მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე და იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ. ეს კარგია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვუსურვებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, როგორც სამწუხაროდ, ბევრისთვის არის, მაგრამ უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში

IPN-ს ცნობით, ამბობს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი ქადაგებისას. 

კომენტარები