ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: 8-10 000 ჯავშანი კიდევ შესაძლებელია, რომ AstraZeneca-ზე გაკეთდეს

8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი კიდევ შესაძლებელია, რომ AstraZeneca-ზე გაკეთდეს, ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება AstraZeneca-ს დოზები კიდევ COVAX-ის პლატფორმიდან, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მეორე დოზა შესრულდეს კიდევ ახლადჩამოსული პარტიიდან. ასე რომ, ჯერჯერობით, AstraZeneca-ს გარკვეული რაოდენობა დოზების თავისუფალი გვაქვს

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას 45 წლიდან პირები შეძლებენ. აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები